Saturday, February 23, 2008

წინასიტყვაობა (ანუ წინაბლოგერული თავისმართლებები :) )

და აი დადგა დღე, როდესაც ჩემმა ნებისყოფამ იმარჯვა სიზარმაცეზე და დავწერე ეს პირველი, არაფრისმთქმელი პოსტი... :) მოკლედ მგონი ვიწყებ... :ნერვიული:
იმედია, კიდევ ხშირად გაიმარჯვებს ჩემი ნებისყოფა (წერის სურვილთან ერთად) ჩემივე უსაზღვრო სიზარმაცეზე და რაღაც-რაღაცეებს აქ მოვუყრი თავს...
ჰო, დამატებითი თავისმართლებები... :უსერ: ჯერ ვერ ვერკვევი ამ ბლოგერობაში და თანდათან (იმედია!) განვვითარდები და დავიხვეწები... დასაწისისთვის იყოს ასე, პრიმიტიულად და მარტივად... :)
ე.ი. დიდი მადლობა google და blogger .კომ -ებს, დედას, მამას, ჩემს მეგობარ-მცენარე მწვანეალექსანდრეს და Rocko.Ge ს, რამეთუ მან ამიხილა თვალნი და მიჩვენა ჭეშმარიტება - თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ბლოგი!.. :)) (დედა, რომ გავიზრდები, როკო.ჯი მინდა ვიყო!!! :)))
ჰოოოოდა.... სულ ეს იყო... ახლა შემიძლია მშვიდად დავიძინო... :) არადა უკვე 7 საათი დაიწყო და თენდება... :blink: მაინც!

2 comments:

Anonymous said...

მიდი მიდი წერე ხოლმე. ნებისყოფაზე ამბობენ სადღაც მშრალ ხიდზე ჩითავს ხოლმეო, არ ვიცი ნაღდია თუ არა, მწვანე სათვალეები უნდა გეკეთოს და ვარდისფერ ბუმბულებიანი ქუდი გეხუროსო გიტარაზე სულიკოს უკრავდე და ფრია ფრიას ყვიროდეო, მე რამდენიმეჯერ ვცადე მარა არ გამოვიდა, შეიძლებ კეტები რო მეცვა იმიტო
მოკლედ როკ ონ დუდე კი არა და დუდესს

jibla said...

კაიააააააააააა :* :* :*
მიყვარხარ >:D<

აბა შენ იცი :P