Thursday, March 13, 2008

13 მარტი!!!!

ვსო!!! გადავწყვიტე!!!

ამან გადამაწყვეტინა, უფრო სწორად, ბოლო წვეთი იყო ეს.... http://www.kingafreespirit.pl
ჩემი პირველი მისაბაძი მაგალითი ქალი აღმოვაჩინე!...

არ მინდა ახლა ბევრი წერა, უბრალო იმისთვის რომ საკუთარ თავს პირობა მივცე, რომ რაც გადავწყვიტე, გავაკეთო... რაც არ უნდა იყოს შედეგი, გზა სადაც მიმიყვანს, იქ მივალ... ამახსენდა ჩემი პირევლკურსელური ოცნება, და შარშან დაწერილი აზრები... ლურჯ ზურგჩანთაზე და მტვრიან-ქვიშიან გზებზე....

ხვალვე! არა უკვე დღესვე ვიწყებ... მთვარია არ დავნებდე!...
მე: შემპირდი რომ შეასრულებ იმას, რაზეც ახლა ფიქრობ!
მე: გპირდები!!!!

i don't live for money, house, cars... don't wanna live for material things... for plans, agendas, job...
i live for feelings and impressions!!! this is, what i want to get from my life!!! and i love it!!! i know, my life loves me to... so now we're setting of together for a journey! marvelous journey... that we've began 20 years before... we were waiting for something, now we're packing... so we'll be ready soon ;) into the chaos!!! into the wild!!! into life!!! colours, feeling, people, places, impressions!!! this is what we search for ;)

i'm coming!!!...
coming back...
to life...

Sunday, March 2, 2008

Godspeed You! Black Emperor


მეღირსა!! ! :) როგორც იქნა ვწერ ჯგუფზე, რომელიც უკვე თვეზე მეტი ხანია ჩემი playlist-ის პირველ პოზიციებზე იმყოფება... :) GY!BE შემთხვევით აღმოვაჩინე last.fm ის წყალობით და პირველივე მოსმენაზე იმდენად ჩამითრია, რომ დღემდე შემომრჩა აღფრთოვანება :)
რაც შეეხება მათ ბიოგრაფიას...


ჯგუფი 1994 წელს დაარსდა კვებეკში Roger-Tellier Craig-ისა და Mike Moya-ს მიერ
. თავიდან იგი 3 წევრისაგან შედგებოდა, მაგრამ შემადგენლობა გამუდმებით იცვლებოდა და იყო დრო, როცა ჯგუფში 20 წევრიც კი ყოფილა... ამჯამად კი იგი 9 მუსიკოსისაგან შედგება, რომელებიც სხვადასხვა ტრადიციული თუ არატრადიციული ინსტრუმენტებით ქმნიან მუსიკას...
აი ამჯამინდელი შემადგელობაც:
Efrim Menuck - guitar, keybords
David Bryant - guitar
Mauro Pezzente - bass guitar
Thierry Amar - bass guitar
Aidan Girt - Drums, percussion
Bruce Cawdron - drums, percussion, keybords
Sophie Trudeau - violin
Norsola Johnson - cello
James Chau - keyboards, harpsichord

მათ მუსიკას მიაკუთვნებენ
პოსტ-როკს, პროგრესივ როკს, კლასიკას და ავანგარდს... (ძალიან მრავლისმთქმელი განსაზღვრება იყო, ვგონებ... :-| )
გამოშვებული აქვთ 4 სტუდიური ალბომი
F# A# Infinity (1997) -
http://files.ge/file/206447/F--A--Infinity-zip.html

Slow Riot For New Zero Kanada (1999) -
http://files.ge/file/206345/Slow-Riot-For-New-Zero-Kanada-zip.html

Lift Your Skinny Fists Like Antennas To Heaven! (2000) -
http://files.ge/file/206481/Lift-Yr--Skinny-Fists-Like-Antennas-To-Heaven---Disc-1--zip.html
http://files.ge/file/206541/Lift-Yr--Skinny-Fists-Like-Antennas-To-Heaven---Disc-2--zip.html

Yanqui U.X.O. (2002). -
http://files.ge/file/206611/Yanqui-U-X-O--zip.html

კიდევ რამდენიმე ლაივ ჩანაწერი, რომელიც მე პირადად ინეტერნეტში ვერ მოვიძიე...
ალბომები შედგება 2-4 კომპოზიციამდე, რომლებიც თავისმხრივ კიდევ ნაწილებისგანაა შედგენილი... ანუ ყოველი კომპოზიცია წარმოადგენს რაღაც ისტორიას... ვოკალის მაგივრად, სიმღერებში გამოყენებულია ჯგუფის მიერ სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობის დროს გაკეთებული ჩანაწერები, ინტერვიუები უბრალო ადამიანებთან, მათი აზრები, საუბრები... რომელბიც განსაზღვრავენ ამ კონკრეტული კომპოზიციის განწობას, სულს, თემას, რომელიც შემდეგ მუსიკალურად ვითარდება.
მაგალითად, bbf 3 ში გამოყენებულია blaise bailey finnegan the third ის სიტყვები, რომლებშიც იგი აკრიტიკებს ამერიკის მთავრობას... და საინტერესოა იმიტომ, რომ ეს არაა რაღაც პოლიტიკური კრიტიკა... ეს არის მორიგი ამერიკელის აზრი სახელმწიფოზე, ცოტა ექსცენტირიული, ოდნავ აგრესიულიც კი, ემოციური... მეორე ძალიან კარგი მაგალითი სიტყვების და მუსიკის სინთეზისა არის კომპოზიცია sleep... სადაც ერთი უბრალო ადამიანი ყვება coney islandზე... და კომპოზიციის სახელი და მთლიანად მთელი კომპოზიცია აგებულია მის ბოლო სიტყვებზე...
And we used to sleep on the beach here, sleep overnight..they don't do that anymore. Things changed...you see.
They don't sleep anymore on the beach.

საერთოდ GY!BE -ს წევრები ხშირად იყენებენ პოლიტიკურ თემებს კომპოზიციებში... თუმცა კრიტიკა არაა პირდაპირი, მაგრამ მინიშნებები საკმაოდ მკვეთრი და აშკარაა...
ერთი სიტყვით, ეს ცალკე თემაა და ისედაც ბევრი ვწერე... :) უბრალოდ მგონი მნიშვნელოვანია ყველა ეს ინფორმაცია, იმისათვის რომ კარგად აღიქვათ მთლიანობაში მათი მუსიკა... რადგან გარდა ემოციური მუსიკისა, მელოდიურობის და ექსცენტრიული სიტყვებისა, Godspeed You! Black Emperor -ს კომპოზიციებს მნიშვნელოვანი აზრობრივი დატვირთვაც აქვს...

ერთი სიტყვით, ეს არის ჯგუფი, რომელსაც შეუძლია მუსიკით მოყვეს ისტორია, გადმოსცეს გრძნობები, დამოკიდებულებები, გამოთქვას პროტესტი და ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდით მგონი... ჰო, სიტყვებს ყურადღებით მოუსმინეთ!!! :)

აი მათი საიტიც...
http://brainwashed.com/godspeed/main.html
http://profile.myspace.com/index.cfm?fuseaction=user.viewprofile&friendid=125114977

P.S. მე მაპატიეთ ამდენი რომ ვწერე, უბრალოდ რაღაც ძალიან მესაინტერესოება ეს ჯგუფი, მუსიკა, თვითონ წევრების აპოლიტიკური, ანარქიულიც! განწყობა, სიტყვები, ფორმა, შინაარსი.. მოკლედ :) სამწუხაროა რომ ამჟამად გაჩერებუები არიან და ცალკეული წევრები სხვა პროექტებზე მუშაობენ... მათზეც დავწერ მოგვიანებით... ალბათ :) თUმცა ამ ჟანრში მე მაინც GY!BE ს ყველაზე უფრო ჩამოყალიბებულ ჯგუფად მიმაჩნია, მათ შორის, რაც ჯერ-ჯერობით მოისმინე :)))