Thursday, May 29, 2008

wastin time...

აჰა!!! მგონი მივხვდი ბლოგის დანიშნულებას კიარადა... კიდევ ერთი მშვენიერი გამოყენება ვუპოვე...

ე.ი. როცა ხარ სამსახურში, არ გაქვს ნაუშნიკები, მოგბეზრდა ფორუმზე პოსტვა, იმიტომ რომ საინტერესო არაფერი ხდება, როცა წიგნი, რომელსაც ინტერნეტ-ბიბლიოთებიკან კითხულობ უკვე 4 საათია, საიმოვნების მაგივრად აშკარად ტვინის გაუპატიურებაზე გადადის...

აი მაშინ, ხოლოდ იმიტომ, რომ ”დასაქმებულობა” ითამაშო, და უბრალოდ არ იჯდე და არ უყურო ეკრანს, შეგიძლია დაწერო რაიმე... თუნდაც უაზრო...

რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სასიამოვნოა, როდესაც წერ ფურცელზე, მელნით, ან ფანქრით!... უჰ, ფანქრით წერა ძალიან მაგარია!!! ნერვებს ამშვიდებს!... მაგრამ სამსახურში აშკარად გაუკვირდებათ, თუ ბლოკნოტში რაღაც ჩანაწერების კეთბას დაიცყებ, იმის მაგივრად რომ კლავიატურას უტყაპუნო... ჰოდა აჰა... პროგრესშიც შეიძლება იპოვოს კაცმა დადებითი მხარეები... :)

ჰაჰ!!!...
წავედიმე, მოვიდა ჩემიალ :წუბ:

ნახევარი საათი შესვენება... მერე კიდევ 4 საათი და მერე freeeeedoooom!!!!.... ხვალ დილამდე... :-|

ეჰმ...
გული მიგრძნობს, ჩემს ახალ ”აღმოჩენას” კიდევ ხსირად გამოვიყენებ, სანამ ამ სამსახურში ვარ... :-|

მომეცით ნებისყოფა!!!!