Thursday, August 30, 2012

გამარჯობა, საქართველო!

4 დღის წინ დავბრუნდით მე და ალექსი "ევროტურიდან" და ვფიქრობდი, რამე კარგ პოსტს დავწერ ამ მოგზაურობაზე ფოტოებით და ამბებით, რომ სადმე შემენახოსთქო და მერე როცა უკვე წვრილმანი დეტალები დამავიწყდება, გადავხედავ და თვალს გაუხარდებათქო... მაგრამ არ დამცალდა... ჩამოვედი თუ არა, დაიწყო ისევ ის გაუგებარი ერთმანეთთან ბრძოლები, პოლიტიკა, დაცინვები, მე მაგარი როჟა ვარ ყველა დანარჩენი კვერცხები და ა.შ. ცოტა გაუგებარია რას ვგულისხმობ ალბათ, მაგრამ რაღაც ძალიან ნეგატიური ენერგიებით აღვივსე ეგრევე... ვერ ვხვდები რა უფრო მგრუზავს, ეს ქვეყანა, ხალხი თუ ფეისბუქი... :-| შეიძლება რომ გავაუქმო ეს წყეული გვერდი, მოვხვდები ამ ინფორმაციულ ვაკუუმში და ვიქნები ბედნიერი, მაგრამ გაამართლებს ვითომ ეს გამოსავალი?... მეეჭვება...
პირველი, რაც არ მომწონს არის ზოგადად ეს პოლიტიკური მოძრაობები, აი ვინ ვისზე უფრო ყ%ეა რო ვერ გაიგებ... ერთი რაღაც კრეტინობას გააკეთებს, მეორეები დასცინებენ და ცოტა ხანში უარეს ყ%ეობას გააკეთებენ... მერე პირველები დასცინებენ და ცოტა ხანში კიდევ გააუმჯობესებენ საკუთარ რეკორდებს და ასე უსასრულოდ... სადამდე შეიძლება?! გავიგეთ ეს დედანაქაჩი, რომ ორივე ერთმანეთზე უარესი ყ%ეები ხართ, რა საჭიროა ამის ყოველდღიურად დამტკიცება?!....

მეორე, არ მომწონს ეს რაღაც "ხელოვანი" და "ალტერნატივშიკების" ერთმანეთთან კამათი და ტვინისღუნვა, რომლებიც დაახლოებით იგივეს აკეთებენ რასაც ზემონახსენები პოლიტიკური მოძრაობები, ოღონდ უფრო მარტივ და ხალხისთვის ნაკლებად მავნე ფორმებში... მაგრამ მაღიზიანებს ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც წესით თუ არ უნდა მეგობრობდნენ, ერთმანეთის აზრს პატივს უნდა სცემდნენ მაინც, ერთმანეთს დასცინიან, აკნინებენ და რაღაც სკოლის ბავშვებივით ეკინკლავებიან... ამით რას უმტკიცებენ ერთმანეთს ან საზოგადოებას, ვერ ვხვდები...

ერთი პირი ვიფიქრე, შეიძლება რაღაც ურთიერთპატივისცემა აკლია თქო აქ ხალხს, აი თუნდაც ის, მანქანით რომ მიდიხარ სადმე, ან გადადიხარ შენთვის განკუთვნილ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე და ცოცხალი თავით არ გითმობს არავინ!!! არასოდეს!!! ერთადერთი შუქნიშანზე თუ გაგატარებენ, ისიც იმიტომ რომ ჯარიმაა მაგაზე... ეგეც კეთილ სინდისზე რომ იყოს, ჩემ ფეხს დაგითმობდა ვინმე გზას... არადა რატომ?!... რთულია?... შენ დაუთმობ ვინმეს, შენც დაგითმობს ვინმე... მადლი ქენი ქვაზე დადე, ჰო დაგხვდება მერე შენც?! ამის დედავატირე!!!

ხო, ერთმანეთის აზრს რომ პატივს არ სცემენ, იმაშიც ჩანს, რომ როცა ვინმე ვინმეს ეკამათება, არასოდეს არ უსმენენ მეორე რას ამბობს... არასოდეს! არც ერთხელ არ მინახავს კამათი, რომელიც სრულდებოდეს ფრაზით: "კარგი, გასაგებია, მგონი შენ ხარ მართალი". არ ვამბობ რომ ეს ქართული პრობლემაა, მაგრამ რა კარგი იქნებოდა რომ საქართველოში არ იყოს ეს პრობლემა... თუნდაც ასე მწვავედ არ იყოს... :-| ხო ვიქნებოდით ბოლობოლო ყველაზე ტოლერანტულები, ყველაზე ურთიერთპატივისმცემები და ყველა ჯიგარი, ტკბილი და მურაბა ხალხი?!... რატომ არ შეიძლება რომ ვიყოთ?... სინდისი ხო აღარ შეგვაწუხებდა სუფრებზე სადღეგძელოების სმისას?!... თუ არც გვაწუხებს?... ხო, კაი...

ნერვებს მიშლის რა ეს ყველაფერი, ვითომ რა არის, მაგრამ რა საჭიროა ეს რაღაც თითიდან გამოწოვილი დაცინვა და აგრესია?...

კიდევ, დასკვნები, რომლებიც გავაკეთე: არ უნდა დახარჯო ვიღაცის გადარწმუნებაზე იმდენი ენერგია, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო ძვირფასია, ვიდრე ის რომ ეს ადამიანი გადაარწმუნე...

წავალ ეხლა, რამე სასარგებლოს გავაკეთებ... უბრალოდ გამაბრაზეს... არადა მიყვარს ეს წყეული საქართველო, ყოველ შემთხვევაში მგონია რომ მიყვარს... და არ მომწონს ასე კვერცხულად რომ მგრუზავს აქ ყოფნა.... მწყინს.

Wednesday, January 25, 2012

უბრალო დღეები vol.2

დღის განწყობა:


რა კარგია სახლში დიდი ფანჯერა, განსაკუთრებით როცა თოვს...
კიდევ, კარგია როცა ზიხარ, ხან ცეცხლს უყურებ, ხან ლამპიონის შუქით განათებულ ფიფქებს ფანჯერაში... თან თბილი წინდები გაცვია და ნელნელა ღვინოს წრუპავ... და მუსიკაც იდეალურად ემთხვევა განწყობას... არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ... : )
რომ არ დამავიწყდეს ასეთი უბრალოდ კარგი დღეები...