Thursday, October 16, 2008

waking life

გუშინ ლევანმა ფილმის ლინკი მომცა... სახელი საინტერესო იყო... დღეს ვუყურე... არც არაფერი ისეთ, რაზეც აქამდე არ მიფიქრია, უბრალოდ უფრო დალაგებულად... და უცნაურად ჟღერდა იგივე აზრები...

საბოლოოდ .... აღმოჩნდა რომ იდეალური დრო იყო ამ ფილმის საყურებლად... იმიტომ რომ... იმიტომ.

ხდება ხოლმე, საბედნიეროდ, როცა ის რაც უნდა გაიგო, სწორედ მაშინ გესმის, როცა უნდა გაიგო... იმიტომ რომ სხვა დროს რომ მოგესმინა, უბრალოდ გაატარებდი... და მორჩა... მორიგი გაუთვალისწინებელი რჩევა ან გადაუდგმელი ნაბიჯი აღმოჩნდებოდა შენს ცხოვრებაში... თუმცა როცა საჭირო დროს საჭირო აზრები მოგდის თავში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამის შედეგად საჭირო ადგილას აღმოჩნები ან იმას იზამ, რაც უნდა გექნა ამ ყველაფრის შედეგად... სრულიად შესაძლებელია, არც არაფერი შეიცვალოს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში... იგივე რუტინა, იგივე ყოველდღიურობები... იგივე იდეები... უბრალოდ უფრო ხშირად... ერთი და იგივე იდეები... რომელთა დანიშნულება საერთოდ რაშია, არც არავინ იცის... და არც კი ეცადო მიხვდე, რაშია საქმე... არ გაბედო და არ იფიქრო, თითქოს ჭეშმარიტებას მიუახლოვდი... : ) რამდენადაც შორს იყავი მისგან, იმდენადვე შორს დარჩი... ჭეშმარიტება ხომ უძირო ჭის ძირზე დევს... უსასრულობის ბოლოში... ჰოდა მიდი და რამდენი ნაბიჯიც გინდა იმდენი გადადგი მისკენ... უსასრულობა უსასრულობაა... (უმწეო მათემატიკოსების მოფიქრებული ცნება... ალბათ იმისთვის, რომ აუხსნელი მოვლენების "ზუსტი მეცნიერებით" ვერ ახსნის შემთხვევაში თავის მართლების საშუალება მიეცეთ...)

მოკლედ... ერთადერთი რეალური შედეგი ამ ფილმის ყურებისა (გარდა იმისა, რომ ჩემს ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები კატალიზირდა (რაც ალბათ ადრეულ სიკვდილამდე მიიყვანს ზემონახსენებ მოთეთრო-მონაცრისფრო ნივთიერებას :D )), არის ეს პოსტი!!! რომელიც ალბათ არც არავინ იცის რატომ დაიწერა... თუმცა ვგონებ (და არც თუ ისე უსაფუძვლოდ! ) რომ ეს ზოგადად ცხოვრების თვისებაა... ჯერ მე სად ვიყავი, ბრძენი რომ ჰღაღადებდა: ამაოებაო ამაოთა... და ამაოაო ყოველივე : )


ფილმს რაც შეეხება,

იდეა ალბათ ყველასთვის საკმაოდ ნაცნობი იქნება...
ნუ მეეჭვება ვინმეს ერთხელ მაინც არ გაეფიქროს, რომ ცხოვრება სიზმარია ან პირიქით...

I had a friend once who told me that the worst mistake that you can make is to think you are alive, when you’re really asleep in life’s waiting room. The trick is to combine your waking rational abilities with the infinite possibilities of your dreams. ‘Cause if you can do that you can do anything. Did you ever have a job that you hated? Worked really hard at? A long, hard day at work, finally you get to go home, get in bed, close your eyes, and immediately you wake up and realize that the whole day at work had been a dream? It’s bad enough that you sell your waking life for … for minimum wage, but now they get your dreams for free...

...
There's only one instant, and it's right now, and it's eternity

გადმოწერა: Waking Life