Saturday, February 23, 2008

წინასიტყვაობა (ანუ წინაბლოგერული თავისმართლებები :) )

და აი დადგა დღე, როდესაც ჩემმა ნებისყოფამ იმარჯვა სიზარმაცეზე და დავწერე ეს პირველი, არაფრისმთქმელი პოსტი... :) მოკლედ მგონი ვიწყებ... :ნერვიული:
იმედია, კიდევ ხშირად გაიმარჯვებს ჩემი ნებისყოფა (წერის სურვილთან ერთად) ჩემივე უსაზღვრო სიზარმაცეზე და რაღაც-რაღაცეებს აქ მოვუყრი თავს...
ჰო, დამატებითი თავისმართლებები... :უსერ: ჯერ ვერ ვერკვევი ამ ბლოგერობაში და თანდათან (იმედია!) განვვითარდები და დავიხვეწები... დასაწისისთვის იყოს ასე, პრიმიტიულად და მარტივად... :)
ე.ი. დიდი მადლობა google და blogger .კომ -ებს, დედას, მამას, ჩემს მეგობარ-მცენარე მწვანეალექსანდრეს და Rocko.Ge ს, რამეთუ მან ამიხილა თვალნი და მიჩვენა ჭეშმარიტება - თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ბლოგი!.. :)) (დედა, რომ გავიზრდები, როკო.ჯი მინდა ვიყო!!! :)))
ჰოოოოდა.... სულ ეს იყო... ახლა შემიძლია მშვიდად დავიძინო... :) არადა უკვე 7 საათი დაიწყო და თენდება... :blink: მაინც!