Thursday, April 3, 2008

...

იცი, იმ დღეს რაღაცას მივხვდი...
იმას, რომ ეს ძალიან მარტივია...

უმარტივესი...

უბრალოდ ჩვენ ვართულებთ...

ვიგონებთ უფრო ლამაზ ოცნებებს, ვინდომებთ უფრო დიდ ნაყინებს, უფრო ტკბილ შოკოლადებს, უფრო ფაფუკ ბალიშებს, უფრო მწვანე თვალებს, უფრო მაღალ მთებს, უფრო თეთრ თოვლს, უფრო წვიმიან წვიმას, უფრო მზიან მზეს, უფრო მეტს... უფრო უფრო უფრო... უფრო რაღაცას... რაც არ გვაქვს და გვინდა... იმიტომ, რომ არ მოგვბზრდეს... და შევძლოთ წუწუნი, რომ არ გვაქვს ეს...

და მიზანი?!...

ვიწუწუნოთ?... კი ბატონო... გავიდეს ცხოვრება უკმაყოფილებაში!.. და უფრო მეტის სურვილში...
როცა გვაქვს ისედაც ყველაფერი... ქუჩები, სახლები, ღიმილები, კიბეები (ზევით და ქვევითაც), ბნელი სარდაფები, მზიანი სახურავები, ნაყინები, მზეები, წვიმები, თოვლები, მთები, ტყეები, ერთმანეთი... ფოთლები, ხეები, ფოტოები... ველოსიპედები... სირბილი!... სიცილი... მუსიკა...


და იცი... მე ამას მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მივხვდი... უფრო სწორად, შევიგრძენი... ბედნიერება... უცნაური იყო... უცნაურად მარტივი... და სასიამოვნო.. უბრალოებით. ღიმილივით უწყინარი და ბუნებრივი...

ალბათ ამიტომ გამეღიმა...
ალბათ ამიტომაც მკითხა..

-რატომ იღიმი?..
-ისე, უბრალოდ... უმიზეზოდ...
ბედნიერებას ხომ მიზეზი არ აქვს?!...